ინგლისური

🔷 თბილისი, კოსტავას N68
📞 +995(595) 05 30 19

დ-ვიტუმ ფორტე

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ სელის ზეთში გახსნილი ვიტამინი D3
4000 ს.ე.
მზის ენერგია თითოეულ კაფსულაში
ვიტამინი რეკომენდებულია:
ჭარბწონიანი პაციენტებისათვის

ორსული და მეძუძური ქალებისათვის
მოზრდილებისა და ხანდაზმულებისათვის
დ-ვიტუმ ფორტე
ხელს უწყობს ძვალკუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალურ მინერალიზაციას
უზრუნველყოფს კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში
ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალურ აბსორბცია/უტილიზაციას
ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედების გაყოფის პროცესში
აუმჯობესებს იმუნიტეტს
აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას
შემადგენლობა: 4000 ს.ე. D3 ვიტამინი; 490 მგ სელის ზეთი ; აქედან 245 მგ ალფა-ლინოლენის მჟავა (ომეგა-3).

D ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში. იგი უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცესა და კბილების ჯანმრთელობას, სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნებას. იგი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, ენდოკრინული სისტემის, არტერიული წნევის რეგულაციის, რეპროდუქციული სისტემისა და შვილოსნობისთვის, ასევე ნერვ-კუნთოვანი სისტემის, ფსიქოემოციური სფეროსა და ზოგადი ჯანმრთელობისათვის. D ვიტამინი აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციისათვის.
პროდუქტი შეიცავს სელის ზეთს, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, მათ შორის ალფა-ლინოლენის მჟავით (ALA). Aალფა-ლინოლენის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. გააჩნია კანცეროპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ვიტამინი D3 -ის ძირითადი ფუნქციაა ძვლების ნორმალური ზრდა და განვითარება, ასევე ოსტეოპოროზის და რაქიტის პროფილაქტიკა. ვიტამინი D3 ერთადერთია ვიტამინებს შორის, რომელიც მოქმედებს როგორც ვიტამინი
ჩვენებები:
D ვიტამინი-ს დეფიციტის მკურნალობა, მათ შორის მაღალი რისკის მქონე პირებში (ორსულება, ლაქტაციის პერიოდი, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავების რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, ხანდაზმული პირები), რაქიტის, ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციისა და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ჰიპოპარათირეოზი, ფსევდოჰიპოპარათირეოზი, დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროსის დროს, მათ შორის პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის დროს.
• ენდოკრინოლოგია – ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია, რაქიტი,
ჰიპოპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი ოსტეომალაციით, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი;
• გასტროენტეროლოგია – ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი, ენტეროკოლიტი, ქრონიკული პანკრეატიტი;
• გინეკოლოგია – მენოპაუზის პერიოდი, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
რეპროდუქტოლოგია- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტი.
• დერმატოვენეროლოგია – კანის დაავადებები (ფსორიაზი), ჰემორაგიული დიათეზი;
ონკოლოგია- არაერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ D ვიტამინის ნორმალური დონე სისხლის პლაზმაში აუმჯობესებს პაციენტების ზოგად მდგომარეობას და დაავადების პროგნოზს (ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას). Aსევე სპაციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის სიმსივნური პროცესების განვითარების რისკს.

დოზირების რეჟიმი: მოზრდილები 1 კაფსულა დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ, არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია D ვიტამინის დონის განსაზღვრა ( ტესტი 25 (OH) D3), პრეპარატის მიღება რეკომენდებულია როცა დონე პლაზმაში < 30 ნგ/მლ-ზე ნაკლებია. არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ წარმოადგენენ მრავალფეროვანი დიეტის ჩანაცვლებას. ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს დაბალანსებულ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Oლეოფარმ შპ.

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი